• March

    4

    2025
  • 71
  • 0
„ბლუმბერგი“ – რუსეთი მზად არის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმაროს

„ბლუმბერგი“ – რუსეთი მზად არის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმაროს

რუსეთი მზად არის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ასეთი დახმარებით დაინტერესებულია. რამდენიმე დღის შემდეგ კი, საკითხზე საუდის არაბეთში შეხვედრისას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებთან ისაუბრეს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ თეთრი სახლი საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, მოსკოვში და თეირანში კი ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ დონალდ ტრამპისგან ასეთი მოთხოვნის მიღებას.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „რუსეთს მიაჩნია, რომ აშშ-სა და ირანს პრობლემების გადაჭრა მოლაპარაკებების გზით შეუძლიათ“ და მოსკოვი „მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ამის მიღწევა მოხერხდეს“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor