• March

    5

    2025
  • 82
  • 0
კრემლში აცხადებენ, რომ ირანის თემა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის „ცალკეული მიმართულება“ გახდება

კრემლში აცხადებენ, რომ ირანის თემა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის „ცალკეული მიმართულება“ გახდება

ირანის თემა გახდება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის ცალკეული მიმართულება, შემდგომი კონტაქტებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის სპიკერმა განმარტა, რომ რიადში რუსეთსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების დროს, ირანის თემა დეტალურად არ განხილულა.

პესკოვის განცხადებით, მოსკოვში ფიქრობენ, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა ყველა პრობლემა მშვიდობიანი, დიპლომატიური საშუალებებით უნდა მოაგვარონ.

„ვინაიდან ირანი არის ჩვენი მოკავშირე, პარტნიორი, ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ვავითარებთ ურთიერთსასარგებლო და ურთიერთდახმარების კომპლექსურ ურთიერთობებს, რუსეთი მზად არის, ბირთვული პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთოს. შეერთებული შტატებისთვის ამის შესახებ ცნობილია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor