• March

    5

    2025
  • 88
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის

მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო პროდუქტიული, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ ადამიანთან, ვინც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის რესპუბლიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში, ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნეს ათვისებული.

„განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არის ნამდვილად იმაზე მეტი, ვიდრე დღეს გვაქვს და ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის. განათლების სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც აინტერესებს უზბეკურ მხარეს და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ბევრი სხვა მიმართულება იქნა აღნიშნული, რომელიც მომავალ წლებში ჩვენი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება უზბეკეთთან. პოტენციალი უნდა იქნეს ათვისებული ურთიერთპატივისცემისა და ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor