• March

    7

    2025
  • 79
  • 0
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული შოთა ქარუმიძე ბრალს აღიარებს

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული შოთა ქარუმიძე ბრალს აღიარებს

თანავინსტერების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული შოთა ქარუმიძე ბრალს აღიარებს.

ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ამირხანაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, შოთა ქარუმიძეს ბრალი უკვე წაუყენეს.

„ბრალი გუშინ წაუყენეს. სრულიად მარტო მოქმედებდა და თანამზრახველი არ ჰყოლია. პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. დაურეკა ბაჩიაშვილის მამამ და სთხოვა შეხვედრა. აქამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაჩიაშვილის მამა იყო, ოღონდ მისი ვარაუდია, ეჭვი, პირადად არ შეხვედრია ბაჩიაშვილის მამას. შეხვედრა შედგა პირდაპირ გიორგი ბაჩიაშვილს და მას შორის. მანქანას რაც შეეხება, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა საბურთალოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღით დატოვა მანქანა, არ იცის, სამალავი როდის ან სად გაკეთდა მანქანაში. მოქმედებდა სრულიად მარტო და თანამზრახველი არ ჰყოლია. სარფში გააჩერეს, შეაყოვნეს და სთხოვეს გასაუბრებაზე გაყოლა, ამის შემდეგ მისი დაკავება მოხდა“, – განაცხადა ალექსანდრე ამირხანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor