• March

    7

    2025
  • 96
  • 0
„პოლიტიკო“ – ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთში გამოკითხვას ჩაატარებს, სურთ თუ არა უნგრელებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება

„პოლიტიკო“ – ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთში გამოკითხვას ჩაატარებს, სურთ თუ არა უნგრელებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრელ მოსახლეობაში გამოკითხვას ჩაატარებს, სურთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უნგრეთმა უარი თქვა უკრაინის შეიარაღების შესახებ ერთობლივი განცხადების მხარდაჭერაზე.

„ჩვენ გვაქვს ე.წ. ეროვნული კონსულტაციის სქემა, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ხალხის მოსაზრების გასაგებად, ამავე სქემას მივმართავთ ახლაც“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „პირველად, უნგრელებს აქვთ შესაძლებლობა ევროპაში, გადაწყვიტონ, უჭერენ თუ არ მხარს უკრაინის ევროკავშირის წევრობას“.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ 2010 წლის შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა საკითხზე ათეულობით გამოკითხვა ჩაატარა, საიმიგრაციო საკითხებიდან დაწყებული ლგბტქ+ უფლებების საკითხებით დამთავრებული.

თუმცა, როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ხშირ შემთხვევაში პლებისციტზე გატანილი საკითხი ფორმულირებულია იმგვარად, რომ მთავრობის პოზიციას ემხრობა და სამოქალაქო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მას პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს.

მაგალითისთვის, 2023 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, სადაც ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით იყო საკითხი გატანილი, კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგი სახით: უჭერენ თუ არა მხარს უნგრელები ბრიუსელის მიერ „მიგრანტების გეტოს“ შექმნას ქვეყანაში.

ამ გამოკითხვაში, მოსახლეობის 20%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამოკითხულთა 99%-მა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგები მთავრობას არ ავალდებულებს პოზიციის გაზიარებას და სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor