• March

    10

    2025
  • 267
  • 0
სოსო მანჯავიძე: ,,საქართველო და ფართო გაგებით კავკასიის რეგიონი უკიდურესად ფხიზლად უნდა იყოს”

სოსო მანჯავიძე: ,,საქართველო და ფართო გაგებით კავკასიის რეგიონი უკიდურესად ფხიზლად უნდა იყოს”

,,GEO NEWS “ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, ბატონ სოსო მანჯავიძეს მის მიერ ჯერ კიდევ 2024 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტზე დეტალურად ესაუბრა, რომელშიც იგი პროგნოზირებდა მოვლენათა იმ განვითარებას, რომლის მომსწრენიც დღეს სირიაში გავხდით.  

ბატონი სოსო, მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელობან საწუხარს შეეხო, რაც დღეს სირიაში ხდება და როგორ შეიძლება მიმდინარე მოვლენები აისახოს კავკასიაზე და უშუალოდ საქართველოს ბედ-იღბალზე.

ინტერვიუ საინტერესო და შემეცნებითი გამოვიდა, რაც ჩვენი მკითხველისთვის მიმზიდველი და გამორჩეული იქნება, რისი წინაპირობაც ბატონი სოსოს უნიკალური ერუდიცია და ინტელექტუალური შესაძლებლობების ფართო სპექტრი გახლავთ.

ბატონო სოსო, სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორ უყურებთ სიტუაციას, განსაკუთრებით ე.წ. „დემოკრატიული ძალების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით ?

-სირიაში ვითარება კრიტიკულ და ტრაგიკულ წერტილამდე მივიდა. ე.წ. „დემოკრატიული ძალები“, რომლებსაც ზოგიერთი დასავლური მედია განმათავისუფლებლებს უწოდებდა, დადასტურდა, რომ სხვა არაფერია, თუ არა ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა უმეტესობა კავშირშია ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩვენ ვხედავთ მასობრივ მკვლელობებს, ეთნიკურ წმენდას და სახელმწიფო ინსტიტუტების ტოტალურ ნგრევას.

ყველაზე საგანგაშო დასავლეთის რეაქციაა, უფრო სწორად, რეაგირების ნაკლებობა ამ სისასტიკეებზე. მათი თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტები სრულად არის გამოხატული.

რას ფიქრობთ ევროპული მედიის პოზიციაზე ამ კრიზისში ?

ევროპული მედია ,,ფართოდ დახუჭული თვალებით“ აკვირდება, როგორ ხდება ხოცვა-ჟლეტა ალავიტების, ქრისტიანებისა და სხვა უმცირესობებისა. თუმცა, არ არსებობს რეალური დაგმობა, არანაირი მოქმედება, მხოლოდ დუმილი. ეს აჩვენებს მათ მორალურ გაკოტრებას. როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამებოდა, ისინი ძალადობრივ ჯგუფებს ასახავდნენ „დემოკრატიის ჩემპიონებად“, მაგრამ, როდესაც ამ ჯგუფების ნამდვილი ბუნება ვლინდება, ისინი „მოხერხებულად“ უგულებელყოფენ შედეგებს.

ასადის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, ხელისუფლების დიდი ნაწილი ხელში აიღო ჰაიათ თაჰრირ ალ-შამიმ, რომლის აფელირება ტერორისტულ ორგანიზაციასთან დადასტურებულია. რა გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამ ცვლილებას ?

შედეგები უზარმაზარია ნეგატიური კუთხით. ახლა ჩვენ ვხედავთ დაშლილ სირიას, სადაც სხვადასხვა ძალაუფლება საკუთარ გავლენის სფეროებს აყალიბებს. თურქეთის მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ ჩრდილოეთს, ამერიკელებმა გაამაგრეს თავიანთი პოზიციები ქურთებით დასახლებულ რეგიონებში და ისრაელი აფართოებს კონტროლის ზონას გოლანის სიმაღლეებზე. ამასობაში, რუსეთი ტარტუსსა და ხმეიმიმში ელოდება და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ნამდვილი ტრაგედია ის არის, რომ უბრალო სირიელები ყველაზე მეტად განიცდიან ძარცვას, ლინჩის წესით ანგარიშგებას და ომის საშინელებებს.

როგორ დაედრება ეს მდგომარეობა წინა კომფლიქტებს ლიბიასა და უკრაინაში ?

-მდგომარეობა საოცრად მსგავსია. ლიბიაში ე.წ. „დემოკრატიულმა მოძრაობებმა“ გამოიწვიეს კადაფის დაცემა, რასაც მოჰყვა ქაოსი, სამოქალაქო ომი და უკანონობა. უკრაინასაც „შეეჯახა“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რევოლუცია, რამაც გამოიწვია კომფლიქტი და არასტაბილურობა. ახლა სირიაც იგივე ბედს განიცდის : ფრაგმენტაცია, ნგრევა და საგარეო ინტერვენცია. ე.წ. „ფერადი რევოლუციები“ ხშირად ხალხისთვის ტანჯვის გარდა, სხვა არაფრის მომტანია.

ზოგიერთმა კომპეტენტურმა და საქმეში ჩახედულმა ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ისლამისტი ბოევიკების შემდეგი სამიზნე შეიძლება კავკასია იყოს. რამდენად სერიოზულია ეს საფრთხე ?

-ეს ძალიან რეალური საფრთხეა. რადიკალური ჯგუფები, მას შემდეგ, რაც გათამამდებიან, ხშირად ეძებენ ახალ ტერიტორიებს დესტაბილიზაციისთვის. საქართველო და ფართო გაგებით კავკასიის რეგიონი უკიდურესად ფხიზლად უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ გავხდეთ მსხვერპლი უცხოურ აქტორებს შორის შიდა განხეთქილებით მანიპულირებისა და პირობები შევქმნათ ექსტრემიზმის დასამკვიდრებლად.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor