• March

    14

    2025
  • 209
  • 0
,,ვაი აქტივისტი” და სამართალდამცავებზე თავდასხმაში გაწაფული ნიკა ნარსია კვლავაც ცდილობს გმირი პოლიციელების ღირსების შელახვას….

,,ვაი აქტივისტი” და სამართალდამცავებზე თავდასხმაში გაწაფული ნიკა ნარსია კვლავაც ცდილობს გმირი პოლიციელების ღირსების შელახვას….

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ,,GEO NEWS” მკვეთრად მშვიდობის პოლიტიკის მომხრეა და ერთმნიშვნელოვნად, მიაჩნია, რომ პოლიციელი გმირია. დიახ, ეს ასეა, ვინაიდან მხოლოდ პოლიციაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ქაოსისა და მასობრივი არეულობებისგან იცავს. სწორედაც ჩვენი გმირი პოლიციელები არაერთი თვის განმავლობაში აკავებდნენ უცხოელი პატრონებისაგან დაფინანსებულ გავეშებულ პროვოკატორებს და მათზე აყოლილ უგუნურ აქტივისტებს, რომელთაც სახელმწიფოს რყევა და ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული. დღესაც ასეთი დესტრუქციული ქცევის შემაკავებელი და სახელმწიფოს დამცველი სწორედაც, რომ გმირი პოლიციელია. 

იმათ შორის, ვინც კოლექტიური დასავლეთიდან ,,მსხვილ და გემრიელ” თანხებს იღებს და ამას სახელმწიფოს შესუსტებისთვის იყენებს, რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილის პირადი ქოფაკების ჯგუფიც არის, რომელთა შორის ისეთი ვითომ ,,სამოქალაქო აქტივისტები” მოიძებნებიან, ვინც იკბინება, ვინც იფურთხება, ვინც ჭყივის და რაც მთავარია, ვინც 5 კაცით გზის გადაკეტვას ცდილობს, რათა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას დედაქალაქის მოსახელობას. აი, სწორედ ამ დაჯგუფების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, ვინმე ნიკა ნარსია, რომელიც დღეს თითქოსდა, გვარამია-მელიას პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე მოიაზრება, თუმცა თავისი არსით მიშისტი აგრესორია, რომელიც სათანადო ანაზღაურებისა და შესაბამისი მითითების შემდგომ, ნებისმიერ ბინძურ საქმეს გააკეთებს. 

ნიკა ნარსიას აქვს ვიწრო სპეციალიზაციაც – ის დახელოვნებულია ,,5 კაცით” რუსთაველის ან სხვა გამზირების უკანონოდ გადაკეტვაში. ასეთი მას ათობით აქვს გაკეთებული, ხოლო, როდესაც ამაზე სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების სრული დაცვით, მას შესაბამისს ჯარიმას უწერენ და ჯარიმის ასლსაც ცივილიზებული ფორმით კულტურულად აბარებენ, ის ცინიკურ აღშფოთებას გამოთქვამს თავად დაჯარიმების ფაქტით და ეს, მაშინ როდესაც საქართველოს მაგისტრალური გულის, რუსთაველის გადაკეტვა იმ პირობებში, როცა პროტესტანტების რაოდენობა შესაფერისი არაა და საბოტირება უმეტეს შემთხვევაში, ხელოვნურად ხდება. სხვათა შორის, ზემოთ აღნიშნული ფაქტი არაერთ ევროპულ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა ამ დარღვევას ადმინისტრაციული ნორმის ფარგლებში აქცევს და ფინანსურ სასჯელს ადგენს.

აი, პატივცემული ნარსია, საფრანგეთის მოქალაქე, რომ ყოფილიყო და მაგალითად, პარიზში მაგისტრალური ქუჩა ათზე მეტჯერ გადაეკეტა არასათანადო მომიტინგეთა პირობებში, სისხლის სამართლის დამნაშავედ და რეციდივისტად ჩაითვლებოდა, შედეგად კი, არაერთი წლის გატარება მოუწევდა საფრანგეთის ციხეში. ჩვენს შემთხვევაში კი, ბატონი ნარსია იმ ფინანსურ ჯარიმასაც არ იხდის, ვინაიდან როგორც ცნობილია, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავად უხდიან ამ ჯარიმას.

სამწუხარო რეალობაა, რომ ნიკა ნარსიას მსგავსი ინტრიგნები, ე.წ. მსხვეპლნი და სამშობლოს გამყიდვლები მანამდე არ დაილევიან, სანამ კოლექტიური დასავლეთი საქართველოში გადატრიალების მცდელობისათვის ე.წ. ოპოზიციისთვის ფულის გამოყოფას არ დაასრულებს, ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია ჩვენს გმირ პოლიციელებს პროფესიონალიზმი და თავშეკავება მოვუწონოთ და წარმატება და გამარჯვება ვუსურვოთ იმ რთულ გზაზე, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ჰქვია, ეს ბიჭები ნამდვილად ემსახურებიან საქართველოს. 

თამთა მაისურაძე, ქეთი ხომერიკი 

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor