• March

    17

    2025
  • 135
  • 0
შეისწავლის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია საკითხს თუ როგორ და რაში იხარჯებოდა ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდობით დახმარებები ?

შეისწავლის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია საკითხს თუ როგორ და რაში იხარჯებოდა ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდობით დახმარებები ?

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე გახლავთ, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ეს ინტერვიუ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

სანდრო ბრეგაძე: როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საკითხს შეისწავლის.

ბატონო სანდრო, რას გულისხმობთ, დააკონკრეტეთ ?

-კერძოდ, როგორ იხარჯებოდა ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება – მილიარდობით დოლარი, რომელიც  საქართველოს განვითარებასა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა. 

თქვენ იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს მიერ გაწეული დახმარება და უდიდესი თანხები რეალურად, არა დემოკრატიისა და პოლიტიკური მრავალფეროვნების განვითარებას, არამედ ლიბერალურ ( ლიბერასტული ) სექტის გაძლიერებას და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური იდეოლოგიის განადგურებას ხმარდებოდა.

ქვეყანაში, ფაქტობრივად, ლიბერალური-ფაშიზმის აღორძინება ხორციელდებოდა, რომელიც გამორიცხავდა სხვა ( თუნდაც, ეროვნულ-კონსერვატორული ) იდეოლოგიის არსებობას. 

ჩვენ ვიცით, რომ სანდო და კომპეტენტური წყაროები გყავთ, თუმცა, მაინც ჩაგეკითხებით – რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია ? ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია და ერთხელ და სამუდამოდ ბევრ რამეს და ვინმეს ახდის ფარდას. 

-უდავოდ. ნახავთ, ეს ასე იქნება, რაც მისასალმებელია.

თქვენ იცით, ლიბერასტული სექტის მიერ წლების განმავლობაში ხდებოდა ამერიკის მთავრობის უანგარო დახმარების მითვისება, კორუფცია…დემოკრატიის ნაცვლად – ყველა სხვა იდეის განადგურება, გარდა ლიბერალურ-ფაშისტური სექტანტური ბოდვებისა. ვიმეორებ, ამ ფონზე, მისასალმებელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რევიზიას იწყებს  – თუ რას მოხმარდა ამერიკელი ხალხის მიერ გაწეული დახმარება.

სიმართლის დადგენის შემდეგ კი, აუცილებლად შეიცვლება წარსული პოლიტიკა და ამერიკის დახმარება მოხმარდება არა ლიბერალურ-ფაშისტური სექტის აყვავებას, არამედ ქართველ ხალხსა და ქვეყანაში რეალური დემოკრატიის განვითარებას.

ლიბერალურ-ფაშისტური, კორუმპირებული სექტა მილიონებს კარგავს და ამავდროულად, დიახ, გამოაშკარავდება ყველაფერი, ეს კი კატასტროფაა მათთვის.

სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მთელი ნაც-ლიბერალური ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ლანძღვაშია. 

სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ ტრამპს სულ არ აინტერესებს, არც ხოშტარიას ლანძღვა, არც ლომჯარიას წყევლა, არც ბოკერიას გინება და არც მთელი ქართული ნაც-ოპოზიცია, მაგრამ იმ გაფლანგულ მილიონებზე და ტყუილებზე, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

ფაქტია, პრეზიდენტი ტრამპი ლიბერალური მსოფლიოს დღის წესრიგს ცვლის…

-დიახ და ეს პროცესი სულ მალე საქართველოსაც შეეხება.

ამერიკის პოლიტიკა გახდება ბევრად რეალისტური და ეფექტური.

დაიმახსოვრეთ, ბევრი რამ შეიცვლება, თან მალე. ამიტომ, ჩვენი სრული მხარდაჭერა ბატონ ტრამპს ამ სამართლიან ბრძოლაში.

ირაკლი გიორგაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor