• March

    24

    2025
  • 142
  • 0
კობა კობალაძე : ,,რაც უფრო მედგრად ვიქნებით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამოცანების უზრუნველმყოფები, მით უკეთ გამოვადგებით ჩვენს შვილებსაც, ჩვენს ქვეყანასაც და უფრო კარგი დამხვედრები ვიქნებით ჩვენს მტრებთანაც”

კობა კობალაძე : ,,რაც უფრო მედგრად ვიქნებით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამოცანების უზრუნველმყოფები, მით უკეთ გამოვადგებით ჩვენს შვილებსაც, ჩვენს ქვეყანასაც და უფრო კარგი დამხვედრები ვიქნებით ჩვენს მტრებთანაც”

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძეა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბატონი კობა საინტერესოა საკუთარი საბრძოლო ბიოგრაფიითაც და ჯერ კიდევ 90 -იანი წლების დასაწყისში იცავდა ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აფხაზეთში, სადაც როგორც გამორჩეული მებრძოლი და მეთაური, არაერთხელ იქნა დამსახურებულად წახალისებული. მათ შორის ჯერ ისევ სულ ახალგაზრდას, 1993 წელს, განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. თანამებრძოლებისა და თავდაცვის ძალების ოფიცრებისათვის აფხაზეთის კონფლიქტში ის ცნობილი იყო „ბომბორას“ მეტსახელით, რომელიც შიშის ზარს სცემდა მტერს. დღესაც ბატონი კობა კვლავ დაუღალავად შრომობს საქართველოსათვის და ამჯერად, როგორც ვეტერანთა უფლებებზე მზრუნველი სამშობლოსათვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს.

გვჯერა, რომ ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო იქნება გენერალ-მაიორ კობა კობალაძის პოზიცია და მისი გამორჩეული ხედვა დღევანდელობის აქტუალურ საკითხებზე, რასაც ,,GEO NEWS” ექსკლუზიურად გთავაზობთ.

მოგეხსენებათ, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე და ომისა და სამხედრო თემატიკაზე მომუშავე უფროსი და უმცროსი თაობის ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, ფოტოკორესპონდენტებთან.

მიწვეულნი იყვნენ ომის ვეტერანთა შვილები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან და რომელთა სწავლის საფასურის დაფინანსებაშიც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მონაწილეობს. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი და ფედერაციის წევრები. სტუმართა შორის ვიყავიც ჩვენც  –  ,,GEO NEWS”. 

სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ყველა ჟურნალისტს მიულოცა პროფესიული დღე, მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის და მათ, ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველო უსურვა. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომისდროინდელი ისტორიები, ისაუბრეს მათ მიერ ომის შემდგომ განვლილ გზაზე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მადლობა გადაუხადეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ღონისძიების მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ომში დაღუპულ ჟურნალისტებს: ,,მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით და, ამავე დროს, ტკივილით გავიხსენო ბრძოლის ველზე დაცემული ჟურნალისტები – ქვეყნის ერთიანობისთვის დარაზმული უმუნდირო ჯარისკაცები, რომლებიც უშიშრად გადიოდნენ ბრძოლის წინა ხაზზე და ამზადებდნენ სატელევიზიო თუ საგაზეთო რეპორტაჟებს, მათ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წუთების ამსახველი კადრები, სამშობლოსათვის თავდადებულ მეომართა ბრძოლების მატიანე, მომავალ თაობებს, საკუთარი სიცოცხლის ფასად შემოუნახეს და ამით, ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში,’’- განაცხადა კობა კობალაძემ.

სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნა სამსახურმა ვიდეო და ფოტოკოლაჟი, სადაც ომში დაღუპული ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები იყო ნაჩვენები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების ამსახველი ფოტოგამოფენა.

სტუდენტებმა წარმოადგენს თავიანთი წერილები, სადაც აღწერილი იყო მათ მიერ დანახული ომის ვეტერანი – როგორც საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და სამაგალითო მამულიშვილი, რომელსაც მომავალი თაობების პატრიოტულ აღზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც სახელმწიფოს თანადგომის მიუხედავად, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე ჯერ კიდევ არსებობს და რომელთა დაძლევაშიც, საზოგადოების ყველა ფენის, განსაკუთრებით მედიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გიორგი მამაცაშვილმა მოაწერეს.

ჩვენ, როგორც სხვა მედიის წარმომადგენლებმა გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს მადლობა გადავუხადეთ მიწვევისათვის და შემდეგი კითხვა დავუსვით : 

-ბატონო კობა, მშვიდობის ფასი ყველაზე უკეთ ომის ვეტერანებმა იციან. ცეცხლი, დამწვარი სახლები, სისხლი…რას ეტყვით მეორე ფრონტის გახსნის მოყვარულებს ?

-პირველ რიგში, გეტყვით, რომ მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის, ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას : ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს, უმთავრესი ეს არის, მე ასე მგონია.

უნარიანი, პირველ რიგში, უნდა იყო იმისი, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, რაც მოგცემს საშუალებას, რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა. შენი ქვეყანა თუ გიყვარს, ე.ი. საკუთრების შეგრძნება გაქვს. თუ საკუთრების შეგრძნება არ გაქვს შენი, მაშინ შენისათვისაც ვერ იომებ და ვერც ვერაფრისთვის და ვერავისთვის. თავისუფლება ლომთა ხვედრიაო, ჩვენი ასეთი კარგი გამოთქმა გვაქვს.

როგორი არის იცით, მე თანახმა ვარ, რომ ჯანსაღი ოპოზიცია და ოპონირება იყოს, რაც გარემოს აკეთილშობილებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჯანსაღი. ჩემი აზრით, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი თავის გამოხატულებაში ნებისმიერი მიმართულებით. თუ ადამიანი სამშობლოს ვალდებულებისგან რაღაც ქვემდებარე ფსიქიკითაა რაღაცისთვის დამონებული, მაშინ, ვფიქრობ, მისი თავისუფლად გამოხატულება ყოველთვის არის შეზღუდული.

მე მგონია, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მე მგონია ისიც და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ იმაზე მეტი პაციფისტები, ვიდრე მებრძოლები და მეომრები არიან, არ არსებობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლისუნარიანები არ ვიყოთ ჩვენი სამშობლოსთვის. 

მე პირდაპირ ვიტყვი, არ მომერიდება – ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენს ქვეყანაში, თითოეულ ჩვენთაგანს დაუბრუნა ( მე ვერ ვიტყვი, რომ ღირსება დაუბრუნა, იმიტომ რომ ჩვენ ღირსების გარეშე არც ერთი წუთი არ გვივლია და არ ვივლით ) სამშობლოს შეგრძნება, მე, ასე მგონია და დაგვიბრუნა ყველაზე უმთავრესი  – ამ ქვეყანაში მასპინძლის როლი. და თუ ჩვენ არ ვიყავით ჩვენი სამშობლოს მასპინძლები, ჩვენ ვერ გამოვადგებით, ვერც მოყვარეს და ვერ ვიქნებით დამხვედრები, ვერც მტრისა, მე ასე მგონია. აქედან გამომდინარე, როდესაც უკრაინის თემაზე მიდის საუბარი, რაღაც მიმართულებებზე, მე არ უარვყოფ იმას, რომ იყო გარკვეული ინტერესი და ხედვები იმის, რომ ვიღაცისთვის დაწოლა შემსუბუქებულიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ერთი რამ – დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ფაქტია, რომ არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არა, არსებობს მუდმივი პოლიტიკური ინტერესები. ნებისმიერი ჩვენი მოქმედებით, ჩვენი ინტერესები ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტი და ზუსტად ამ პრიორიტეტებით უნდა განვსაზღვროთ ყველაფერი და ამ პრიორიტეტებით ვიაროთ და მივდივართ კიდეც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ ჩვენს უკან არის სამშობლო, აი, ეს არის უმთავრესი. მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ, აი, ის თაობა ზის აქ, რომელი თაობის წარმომადგენლებიც მე შვილები მყავს ( 5 მეზრდება ) და არც ერთი მათგანი არ არის მოცილებული ჩემს ქვეყანას. კაცები, ვისაც ეკუთვნოდათ, ყველამ სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა, არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, იმიტომ რომ ისინი ბრძოლისუნარიანები უნდა იყვნენ თავისი ქვეყნისთვის, მე ასე მიმაჩნია.

რა თქმა უნდა, გენერალო…

-რაც შეეხება უკრაინის მიმართულებას, ჩვენ თავის დროზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციით ვიყავით მივლინებული უკრაინაში და მივეხმარეთ მათ ანალოგიური სამსახურის ჩამოყალიბებაში და ეს სამსახური იმდენად ეფექტურად ამოქმედდა, რომ სამინისტრო იყო. ამავე დროს, ჩვენ ვიყავით გარკვეულ ქმედებებში ჩართული ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. როგორი რამ არის იცით ? ჩვენ არ ვართ განცალკევებულები და ჩვენ ვიცით რამხელა სიმწარეა შენი ქვეყნისთვის ბრძოლა და არსებობა, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ვიდრე სხვების, თუნდაც სურვილებს აყოლა, მე ასე ვფიქრობ. რაც უფრო მდგრადად ვიქნებით და მედგრად ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამოცანების შემსრულებლები, მით უფრო უკეთესად გამოვადგებით  ჩვენს შვილებსაც, ჩვენს ქვეყანასაც და მით უფრო კარგი დამხვედრები ვიქნებით ჩვენს მტრებთან. ის რომ ვიღაც რაღაცას ცდილობდა, საძრახისი არავისი არ არის, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი, და ამას ჩემი თქმა არ უნდა, რადგან არის დოკუმენტალური მასალა. საქმე ის გახლავთ, ჩვენ რას მოვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, აი, ეს არის, მე ასე მგონია.

-მადლობა, ბატონო კობა…..

-გაიხარეთ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები დიდ შრომას ეწევიან – არავის ივიწყებენ, ეხმარებიან ცოცხლად გადარჩენილებსაც და დაღუპულთა ოჯახებსაც.

საგულისხმოა, რომ ამ სახის ღონისძიებები გვეხმარება მასმედიის წარმომადგენლებს უკეთ ჩავწვდეთ საკითხის არსს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვეტერანების საწუხარი სრულად მივიტანოთ ქართულ საზოგადოებამდე. 

დარწმუნებული ვართ, რომ გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ხელმძღვანელობით, თითოეული ვეტერანის პრობლემა დროულად და ეფექტურად იქნება გადაწყვეტილი, რადგანაც ვეტერანთა გაგება და მათი წუხილის გაზიარება, თავად ვეტერან კობა კობალაძეს ყველაზე უკეთ ხელეწიფება. 

ჩვენი მედიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსს აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვევისა და ჩვენთან ეფექტური თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ.

https://www.facebook.com/share/v/1CtbfZkJvN/?mibextid=wwXIfr

ქეთი ხომერიკი 

,,GEO NEWS”

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor