• March

    29

    2025
  • 91
  • 0
ტრამპის ადმინისტრაციამ ფრანგულ კომპანიებს, რომელთაც აშშ-ის მთავრობასთან აქვთ კონტრაქტები გაფორმებული, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა

ტრამპის ადმინისტრაციამ ფრანგულ კომპანიებს, რომელთაც აშშ-ის მთავრობასთან აქვთ კონტრაქტები გაფორმებული, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა

ტრამპის ადმინისტრაციამ ფრანგულ კომპანიებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ კონტრაქტები აშშ-ის მთავრობასთან, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ და ფრანგული მედია წერსტრ, აშშ-ის საელჩომ პარიზში ფრანგულ კომპანიებს დაუგზავნა ანკეტა და შევსებაც სთხოვა.

„გაცნობებთ, რომ აღმასრულებელი ბრძანება 14173 „უკანონო დისკრიმინაციის შეწყვეტისა და დამსახურებაზე დაფუძნებული შესაძლებლობების აღდგენის შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, ვრცელდება აშშ-ის მთავრობის ყველა მიმწოდებელსა და მომსახურების მიმწოდებელზე, განურჩევლად მათი ეროვნებისა და იმ ქვეყნისა, სადაც ისინი მუშაობენ. მადლობელი ვიქნებით, თუ დოკუმენტს ინგლისურად შეავსებთ და ხელს მოაწერთ ხუთი დღის განმავლობაში და დაგვიბრუნებთ ელექტრონული ფოსტით. ამ დოკუმენტის ხელმოწერას თუ არ ეთანხმებით, მადლობელი ვიქნებით, თუ მოგვაწოდებთ დეტალურ მიზეზებს, რასაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს იურიდიულ სამსახურებს“, – ნათქვამია წერილში.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა მსგავსი წერილები ტრამპის ადმინისტრაციისგან ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებმა.

ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი განკარგულება ყველა ფედერალურ უწყებაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმება გახდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor