• March

    30

    2025
  • 72
  • 0
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული დ.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ჯ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor