• April

    1

    2025
  • 61
  • 0
დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი ღიაა ფინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუ ჰელსინკს კავშირების აღდგენა სურს

დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი ღიაა ფინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუ ჰელსინკს კავშირების აღდგენა სურს

ვლადიმერ პუტინი ღიაა ფინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუ ჰელსინკს კავშირების აღდგენა სურს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთს არასდროს ჰქონდა პრობლემები არც ფინეთთან და არც შვედეთთან.

„ახლა მათ შეაქვთ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა თავიანთ მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არ ყოფილა და არსებობდა ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა რუსეთთან. ამ თანამშრომლობის წყალობით, ორივე ქვეყნის კომპანიებმა დივიდენდები და მოგება მიიღეს. მიუხედავად ამისა, ფინეთმაც და შვედეთმაც აირჩიეს ამ ურთიერთობების პრაქტიკულად ნულამდე შემცირება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ურთიერთობების სამწუხარო მდგომარეობა, რასაც ახლა ვხედავთ, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა მსურველებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჰელსინკს რუსეთთან კავშირების აღდგენისთვის „გონებრივად მომზადება“ სჭირდება. ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1 300-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, ნატო-ში 2023 წელს გაწევრიანდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor