• April

    3

    2025
  • 77
  • 0
ლევან მახაშვილი – ცინიკურია, სანქციების დაწესება მაშინ ხდება, როცა დიდ ბრიტანეთში თავს კარგად გრძნობენ მტკიცებულებებით სასჯელმისჯილი ადამიანები, უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ბიზნესებს ატრიალებენ

ლევან მახაშვილი – ცინიკურია, სანქციების დაწესება მაშინ ხდება, როცა დიდ ბრიტანეთში თავს კარგად გრძნობენ მტკიცებულებებით სასჯელმისჯილი ადამიანები, უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ბიზნესებს ატრიალებენ

ცინიკურია, სანქციების დაწესება მაშინ ხდება, როცა ბრიტანეთში თავს კარგად გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც მტკიცებულებებით სასჯელმისჯილები არიან, გადაადგილდებიან და ბიზნესებს ატრიალებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, „სასურველია, რომ სანქციების დაწესების კონკრეტული მტკიცებულებები ვნახოთ“.

„ამ შემთხვევაში ცარიელი სიტყვებია – გონივრული ეჭვი და ა.შ. ეს ცარიელი სიტყვებია, თუმცა პირველი შემთხვევა არ არის. წინა შემთხვევაშიც ამ ქვეყნებს არაერთხელ ვთხოვეთ, კონკრეტული საფუძვლები წარმოედგინათ, რატომ აწესებდნენ სანქციებს. სხვა შემთხვევაში, არასერიოზული გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად უსამართლოა. ალბათ, ეს ცინიკურია, რადგან სანქციების დაწესება მაშინ ხდება, როცა დიდ ბრიტანეთში თავს მშვიდად და კარგად ის ადამიანები გრძნობენ, ვინც პირდაპირ მტკიცებულებებით სასჯელმისჯილები არიან. ისინი უპრობლემოდ გადაადგილდებიან და თავიანთ ბიზნესებს ატრიალებენ. რაც სამწუხაროა, იქიდან საქართველოში რადიკალურ პროცესებს მართავენ. ვიდრე რომელიმე ქვეყანა რაიმე განცხადებას გააკეთებს, უმჯობესია, საკუთარი მაგალითი მისცენ ყველას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor