• April

    3

    2025
  • 109
  • 0
დათო ქაქუთია : ,,საჭიროა ამ თემაზე მომუშავე ადამიანებთან შეხვედრა, ვისაც უყვარს ჟურნალისტიკა და არა ფული და პოპულარობა სკანდალის ხარჯზე – ამის დრო უკვე წავიდა….

დათო ქაქუთია : ,,საჭიროა ამ თემაზე მომუშავე ადამიანებთან შეხვედრა, ვისაც უყვარს ჟურნალისტიკა და არა ფული და პოპულარობა სკანდალის ხარჯზე – ამის დრო უკვე წავიდა….

საქართველოში მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის მიზანს ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა ეყრდნობოდეს პრინციპებს, რომელიც ფაქტებიდან გამომდინარეობს და ლოგიკურ დასკვნებამდე მიდის, იმის საპირისპიროდ, რასაც დღეს ვხედავთ, როდესაც სხვადასხვა არხებზე ადგილი აქვს აღქმებისა და მასობრივი ტყუილების ტირაჟირებას, უფრო მეტიც, ადგილი აქვს ნიუსების ,,გამოცხობას” ანუ არარსებულის არსებულად ქცევას. ამ საქმით ინტენსიურად არიან დაკავებულნი და თითქმის ყოველდღიურობად აქციეს ეს ქვეყნის მოღალატე, რენეგატი ძალების მიერ დაფინანსებული ,,ოპო-მედიების” ე.წ. ,,ნიუს რუმებმა”, სადაც როგორც ამას თავადაც სიამაყით აცხადებენ, ახალ ამბებს კი არ აწვდიან საქართველოს მოსახლეობას, არამედ ადგილზე ქმნიან. 

ჩვენთვის ეს თემა უცხო არ არის, ჩვენი მოსახლეობის ტკივილი გვტკივა და დღეიდან აღნიშნულ თემას უფრო დეტალურად გავშლით, რათა გარდა ჟურნალისტთა უფლებების დაცვისა, დაცული იყოს ყველაზე მთავარი – მოსახლეობის ინტერესი მიიღოს ობიექტური, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. 

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ქართულ ჟურნალისტებს შორის გამორჩეულია, რამეთუ იგი არათუ, მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი ჟურნალისტია, არამედ პოეზიის მუზის მსახურიც გახლავთ და შესაბამისად, მისი შემოქმედებითი პოტენციალიც მუდამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება. 

,,GEO NEWS” დათო ქაქუთიას ესაუბრა. 

-როგორ ფიქრობთ, მედიის ახალი კანონი და რეგულირება მიიღებს შედეგს ? იმოქმედებს თუ არა იგი მედიის კანონზე და არის თუ არა საჭირო ამ თემაზე სერიოზული საუბრები აუცილებელი ? 

-ფაქტი არის ასეთი – ქართული მედია ქაოტურ მდგომარეობაშია. უცხოური დაფინანსებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგულირება ,,გამჭვირვალობის კანონის” შესაბამისად, საერთოდ შეცვლის მის არსს.

ნებისმიერი ხელისუფლების, უცხოური დაფინანსების და მედიამფლობელების გავლენა ჟურნალიტს, რა თქმა უნდა, წნეხის ქვეშ ამყოფებს. წნეხის ქვეშ მოქცეული ჟურნალისტი კი, მოგეხსენებათ, აგიტატორია და ის არანაირად არ ასრულებს პროფესიონალი ჟურნალისტის ფუნქციას.

საზოგადოებას უნდა მიეცეს სწორი ინფორმაცია და მედიაპლურალიზმი დაცული უნდა იყოს დემოკრატიის პრინციპებით. ფული და მედიაბიზნესი კი, ითხოვს სხვა ხარისხსს, სხვა დონეს და ყველაფერი ეს ამარტივებს ჟურნალისტის ვალდებულებას.

ამ დროს ჟურნალისტის სინდისი, ეთიკა, უკანა პლანზე იწევს და საზოგადოებაც იღებს შესაბამისად, პარტიული ან კონკრეტული ბიზნეს ჯგუფისთვის მოსაწონ ინფორმაციას, რაც უკვე საზოგადოებისგან მედიის უნდობლობას, ნიჰილიზმს და კრიტიკის საფუძველს აჩენს.

რა უნდა გაკეთდეს მედიის რეგულირებისათვის ?

პროფესიანალები უნდა მოვიდნენ მედიაში და პოპულისტურად არ უნდა დაირქვან მედიაექსპერტები.

არ ეტყობა ჩვენს მედიას არანაირი ექსპერტობა და ანალიტიკური აზროვნება.

ეს თემა სერიოზული განხილვის და დავის საკითხია. საჭიროა ამ თემაზე მომუშავე ადამიანებთან შეხვედრა, ვისაც უყვარს ჟურნალისტიკა და არა ფული და პოპულარობა სკანდალის ხარჯზე. ამის დრო უკვე წავიდა….

სამწუხაროდ, სახელიც კი გაუტეხეს ამ პროფესიას და შეუცვალეს არსი…

როგორ ფიქრობთ, ამას გაითვალისწინებენ მედიამფობელები ?

-ამიტომაც ვამბობ, როცა საქმის მცოდნე და პროფესიანალი ადამიანები ჩაერთვებიან საქმეში, გაითვალისწინებენ და მიიღებენ ნამდვილ ჟურნალისტიკას. მარტო ახალი ამბები და სკანდალური ცემა-ტყეპა არაა ჟურნალისტიკა.

დიახ, ჟურნალიტიკა სახიფათო პროფესიაა და მოითხოვს სერიოზულ ცოდნას და ყურადღებას.

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor