• April

    5

    2025
  • 71
  • 0
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დ.კ., რუსეთის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ი.ა. და უკრაინის მოქალაქე 2006 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეთადონი” „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.
ამოღებულ ნარკოტიკებს შორისაა ერთ-ერთი ბრალდებულის ი.პ-ს მიერ ბათუმში,

სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი.

პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor