• April

    4

    2025
  • 104
  • 0
ექსკლუზივი : ვინ და როგორ მფარველობს ფსიქოლოგ მომღერალ თათა გიორგობიანს და რეალურად ვისი ინტერესი იყო ,,GEO NEWS”-ზე ორგანიზებული თავდასხმები ?

ექსკლუზივი : ვინ და როგორ მფარველობს ფსიქოლოგ მომღერალ თათა გიორგობიანს და რეალურად ვისი ინტერესი იყო ,,GEO NEWS”-ზე ორგანიზებული თავდასხმები ?

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ჩვენს მედიაში გამოქვეყნდა ორი სტატია მომღერალ და ფსიქოლოგ თათა გიორგობიანზე, რასაც ერთობ ხმაურიანი გაგრძელაბა მოჰყვა.

ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესოა ამ ამბების კულისებში მდგარი ფიგურანტების ვინაობაც, მით უფრო, მათი მოტივების შეცნობა. ამისთვის კი, უცილებელია ცოტა ღრმად გავაანალიზოთ აღნიშნული პირების ინტერესები ამ საქმეში, რის შედეგადაც ჩრდილში მდგომი რეალური პროვოკატორების კონტურებიც საკმაოდ გამოიკვეთება.

მომღერალი-ფსიქოლოგის თათა გიორგობიანის ე.წ. ინტერესების დასაცავად ჩვენი მედიის დამფუძნებელს, ქეთევან ხომერიკს და ჩვენს ყოფილ იურისტს, ირაკლი კერესელიძეს პირადად შეხვდნენ შემდეგი დაინტერესებული პირები : ლალი ეგაძე – თათა გიორგობიანის დედამთილი, მირიან ყარაულაშვილი – თათა გიორგობიანის ქმრის აღმზრდელი და მთავარი ფიგურა ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ამავდროულად, ერთ-ერთი თბოელექტრო სადგურის პიარიც გახლავთ, რომელიც ერთის მხრივ, თავს ღარიბაშვილის კადრად მოიხსენიებს და მეორეს მხრივ, ამ თბოლექტრო სადგურში დირექტორის მოადგილის ზაქარია ქუცნაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობს. ეს კი, თავის მხრივ, სერიოზულ კითხვებს აჩენს რა სახის პირადი დაინტერესება შეიძლება ამოძრავებდეს პატივცემულ ზაქარიას ჩვენი მედიის დამფუძნებლის მიმართ, რომელმაც ქუცნაშვილი ჯერ კიდევ 2017 წელს ამხილა და შემდგომშიც არაერთხელ გამოკვეთა მისი საეჭვო კვალი რეგიონებში სახელმწიფო ტენდერების ჩაწყობა-დალაგების საქმეში, რაშიც ჩემი და ქეთი ხომერიკის ერთობლივი წვლილი და მოწადინებაა ჩადებული.

ამავდროულად, საგულისხმოა, რომ რეგიონალურ ტენდერებში ზაქარია ქუცნაშვილის ერთ-ერთ ,,ბიზნესპარტნიორი”, იმ ჟურნალისტური მასალების საფუძველზე, რომელიც მოვიკვლიეთ გახლდათ ვინმე გოქსელ გენჩი, რომლის საჩივარიც იყო წინაპირობა ჩვენი დამფუძნებლის, ქეთევან ხომერიკის ა.წ. უკვე ყოფილი მეუღლის და დღეს მედიის ყოფილი იურისტის, ირაკლი კერესელიძის ხანგრძლივი პატიმრობისთვის. ეს კი, ამ ობობას ქსელს ერთ წერტილში კრავს და ამ წერტილთან ზაქარია ქუცნაშვილის მკვეთრი ჩრდილია. ამ თავითვე საგულისხმოა ისიც, რომ ლალი ეგაძე ირაკლი კერესელიძისა და ქეთევან ხომერიკის მოწმე იყო მათი ქორწინების რეგისტრაციის დროს იუსტიციის სახლში, რაც, საბოლოო ჯამში, იმ ტენდენციას ააშკარავებს, რომ ჩვენს დამფუძნებელს, ქეთევან ხომერიკს საკმაოდ ორგანიზებულ სახიფათო პროვოკაციას უწყობდნენ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ზემოთ ჩამოთვლილი პირები. ეს პროვოკაცია კი, სწორად იმაზე იყო გათვლილი, რომ მომხდარიყო ჩვენი დამფუძნებლის, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტის დისკრედიტაცია, რისი მინიმუმიც მისი პროფესიიდან სირცხვილით წასვლა იქნებოდა, ხოლო მაქსიმუმი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რამეთუ, სწორედ ლალი ეგაძე იყო პირი, რომელმაც ამ შეხვედრაზე ირაკლი კერესელიძის მეშვეობით, ქეთევან ხომერიკს შესთავაზა აეღო თანხა და მისთვის დაესახელებინა სტატიების დამკვეთი და წყარო მისი რძლის თათა გიორგობიანის თაობაზე. თავის მხრივ, ამ შეხვედრაზე წყაროს დასახელების გარდაუვლობაზე არაერთხელ ხაზი გაუსვა ზაქრო ქუცნაშვილის პიარმა ნინო ჯღარკავამ, ხოლო მირიან ყარაულაშვილმა დაარღვია რა ყოველგვარი ეტიკეტი ჩვენი დამფუძნებლისა და ჩვენი მედიის იურისტის თანდასწრებით გამოთქვა პირდაპირი და საჯარო მუქარა ჩემს მიმართ, დამემუქრა რა ფეხებით დაკიდებით, როგორც ამ მედიის რედაქტორს, რის შედეგადაც მაიძულებდა დამესახელებინა წყარო, რომლის საიდუმლოება ჟურნალისტური საქმის ,,წმინდა გრაალია” და არც ერთი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს და მით უმეტეს, მე, რომელსაც 40 წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება მიმაგრებს ზურგს, მსგავსს არ იკადრებს. უფრო მეტიც, ასეთი სახის პირდაპირ მუქარაზე ჩვენ გვქონდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება და სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალურად მივმართეთ, რათა დაეცვათ ჩვენი ადამიანური და ჟურნალისტური უფლებები.

თავის მხრივ, თათა გიორგობიანის დედამთილის, ლალი ეგაძის ნეგატიური მიკერძოება ჩვენი დამფუძნებლის, ქეთევან ხომერიკის მიმართ, ჯერ კიდევ 2015 წლის აგვისტოდან იღებს სათავეს, რამეთუ, როგორც საზოგადოებას კარგად ახსოვს, ჩვენი დამფუძნებელი იმ დროს სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პიარი იყო, მინისტრად მაშინ ლალი ეგაძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი კახა კახიშვილი იყო, რომლის დახმარებითაც ზაქარია ქუცნაშვილი ცდილობდა ქეთევან ხომერიკი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა იმის გამო, რომ ქეთევან ხომერიკისადმი პირადი მიკერძოება ჰქონდა, არადა, ერთ დროს თავად ქუცნაშვილი იყო ქეთევან ხომერიკის რეკომენდატორი. აი, სწორედ ამ დროს ლალი ეგაძის ფიგურის გამოყენებით, რომელმაც, ერთის მხრივ, პოზიტიური რეკომენდაციის მიცემა გადაწყვიტა კახიშვილთან ქეთევან ხომერიკისთვის, სინამდვილეში ,,ძირი გამოუთხარა” და სამსახურიდან გამოაშვებინა საკუთარ მეგობარს, მინისტრს ქუცნაშვილის ინტერესის გამო. ასე რომ, ჩვენი მკითხველისთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს ამ სახიფათო დაჯგუფების მრავალწლიანი ორგანიზებული მტრობა ჩვენი მედიის წინააღმდეგ. ამის კიდევ ერთი მტკიცებულება გახლავთ ნინო ჯღარკავას მიერ ქეთევან ხომერიკის ა.წ. უკვე ყოფილი მეუღლის ირაკლი კერესელიძის 2017 წელში დაკავებიდან მალევე, საჯარო ნეგატიური და მადისკრედიტირებელი პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც თავად ჯღარკავას დღევანდელი აღიარების თანახმად, ქუცნაშვილის დაკვეთით დადო. ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადა იმ შეხვედრაზე.

კულუერებში საუბრობენ, ნინო ჯღარკავასა და ზაქარია ქუცნაშვილის თაღლითურ პოტენციალზე, და, მით უფრო ყველაფერი ზემოთ აღნიშნული თუ გაერთიანებული ძალებით გაკეთდა ჩვენი მედიის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად გავარკევევთ და დავამტკიცებთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მთელი ჩვენი ჟურნალისტური რესუსრის გამოყენებით, დეტალურად შევისწავლოთ, რა შესაძლო ზიანი უკვე მიაყენეს საქართველოს ენერგო სისტემას იმ საპასუხისმგებლო პოსტებზე მუშაობის პერიოდში, რომელზეც ეს ორი უპასუხისმგებლო ადამიანია დანიშნული.

აქვე დავსძენთ, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მისი ღირსება და პატივი ილახება შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ზარები და შემოთვლები აღარ მოსულა….

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor