
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
კახეთის პოლიციამ ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-6 და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.




