• April

    9

    2025
  • 229
  • 0
პაატა შავაძე : ,,თუ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შენგელია, წარმოადგენენ კლანს, მაშინ მეც ამაყი ვარ იმით, რომ თხემით ტერფამდე ამ კლანის წევრად ვითვლები – ადამიანები, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს კლანურობის მნიშვნელობა და გუნდს უწოდებენ კლანს, ერთი წამითაც არ და ვერ დაგვახევინებენ უკან”

პაატა შავაძე : ,,თუ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შენგელია, წარმოადგენენ კლანს, მაშინ მეც ამაყი ვარ იმით, რომ თხემით ტერფამდე ამ კლანის წევრად ვითვლები – ადამიანები, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს კლანურობის მნიშვნელობა და გუნდს უწოდებენ კლანს, ერთი წამითაც არ და ვერ დაგვახევინებენ უკან”

ცნობილი ადვოკატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბატონი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს :

,,სულმნათმა ბებიაჩემმა სიკვდილის წინ დამიბარა…,,ვირისგან წიხლი, რა თქმა უნდა, საწყენი არააო, მაგრამ ჯობია ზოგადად ვირებს მოერიდოო”…

არ მრცხვენია ერთი წამითაც,  რომ ლევან მურუსიძე მიყვარს და ჩემი უძვირფასესი მეგობარი და კოლეგაა ! ლევან მურუსიძე არის ლიდერი ღირსეული ქართველი იურისტებისა და ის არის, უპირველეს ყოვლისა, ვაჟკაცობისა და კაცობის, გაუტეხლობისა და ზედმიწევნით მებრძოლი სულისკვეთების მქონე, ადამიანურობის ეტალონი !

ზოგიერთმა ჩემმა ვაი კოლეგამ დაიწყო ამ თემასთან დაკავშირებით ჩემზე ენის მოჩლექვა, ჰგონიათ ახლა, რომ გამოვეკიდები რომელიმე მათგანის ბოდვებს და მათ დონეზე დავიტან თავს ! არა, ჩემო კარგებო, ვერ გასიამოვნებთ ამით ! თუ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შენგელია, წარმოადგენენ კლანს, მაშინ მეც ამაყი ვარ იმით, რომ თხემით ტერფამდე ამ კლანის წევრად ვითვლები ! ადამიანები, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს კლანურობის მნიშვნელობა და გუნდს უწოდებენ კლანს, ერთი წამითაც არ და ვერ დაგვახევინებენ უკან იმ დიადი მიზნისაკენ სავალ გზაზე, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური მართლმსაჯულების შექმნა და დამკვიდრება ! ამაყი ვარ, რომ საუკეთესო შედეგების მქონე ვარ, როგორც ადვოკატი და არ გადის კვირა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისა, თუ მათი ოჯახების გულები არ გავახარო გამამართლებელი განაჩენებით და ამ ყველაფერს მე, ჩემი სადღეღამისო დაუღალავი შრომით ვაღწევ ! ეს არაერთხელ არაერთ მოსამართლეს აღუნიშნავს უშუალოდ პროცესზეც.

დღე და ღამე სამსახურში ვარ, ასეთი რეჟიმით მიწევს მუშაობა ყოველდღე, შაბათ-კვირისა და შვებულებების გარეშე ! სახლში საერთოდ ვერ მივდივარ და სულ 3 საათი მძინავს. ხელმოცარულებს ვურჩევდი, მეტი იმუშაონ საკუთარ თავებზე, მეტი წაიკითხონ, მეტი განათლება მიიღონ, სხვის განკითხვაზე ადრე საკუთარი კრიმინალური წარსული განიკითხონ, ზოგიერთ ყოფილ თუ მოქმედ მოსამართლეს და ციხეში სამართლიანად ნაჯდომ ადვოკატებსაც ეხებათ ეს……

მხოლოდ გასართობია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თავისუფალ დროს თქვენი ,,ზნეობისაგან მშიერი”, უბადრუკი სულებიდან ამოსული ღმუილის ხმა”.

მოამზადა-თამთა მაისურაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor