• April

    9

    2025
  • 82
  • 0
36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. 9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი _ 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.

9 აპრილს დაღუპული გმირები:
ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის
თამარ ჭოველიძე, 16 წლის
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
აზა ადამია, 22 წლის
ნატო გიორგაძე, 23 წლის
თამუნა დოლიძე, 28 წლის
თინა ენუქიძე, 70 წლის
ნინო თოიძე, 22 წლის
ზაირა კიკვიძე, 61 წლის
მანანა ლოლაძე, 34 წლის
თამარ მამულაშვილი, 50 წლის
ვენერა მეტრეველი, 45 წლის
მამუკა ნოზაძე, 21 წლის
ნანა სამარგულიანი, 41 წლის
შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
მანანა მელქაძე, 26 წლის
გია ქარსელაძე, 25 წლის

დიდებაგმირებს !
მადლობათავისუფლებისთვის !

ინფორმაციას ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor