• April

    10

    2025
  • 72
  • 0
გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა. რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

შალვა ბედოიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას, უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor