
ზოგიერთი კადრი მთელ ეპოქას იტევს – ის უძლებს წლებს და ჰყვება ამბავს, რომელიც გვახსენებს ჩვენს ისტორიას
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა დაიწყო ახალი რუბრიკა – „ერთი ფოტოს ისტორია“, სადაც გაგიზიარებთ უნიკალურ კადრებს და მოგიყვებით მათ შესახებ.
1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. 9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი _ 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა.
ფოტო: გივი ნახუცრიშვილი
წყარო:პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა




