• April

    11

    2025
  • 87
  • 0
სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ანრი ოხანაშვილმა და ფაიგ გულიევმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor