• April

    14

    2025
  • 57
  • 0
თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა – თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ

თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა – თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ

თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ, – ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

ეს განცხადება წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გახარიამ აღნიშნა, რომ კომისიაზე მისი მისვლა არ ნიშნავს, რომ კომისიას აღიარებს.

„რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თან მოხვედით პარლამენტში, რომელზეც ამბობთ, რომ არ აღიარებთ. მოდით, თქვენ თქვენს აზრზე დარჩით, ჩვენ ჩვენს აზრზე დავრჩებით და საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. ყოველ შემთხვევაში, თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე. მე, თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, რომ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომლებსაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნება ჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა- განმარტებებს იძლევით, ეს არის მხოლოდ დადებითი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor