• April

    14

    2025
  • 146
  • 0
არჩილ გორდულაძე – გიორგი გახარიამ კომისიის სხდომაზე წარდგენა რომ იკადრა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მას ვალდებულება აქვს, არა მხოლოდ კომისიის სხდომაზე წარსდგეს, არამედ კითხვებს უპასუხოს

არჩილ გორდულაძე – გიორგი გახარიამ კომისიის სხდომაზე წარდგენა რომ იკადრა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მას ვალდებულება აქვს, არა მხოლოდ კომისიის სხდომაზე წარსდგეს, არამედ კითხვებს უპასუხოს

გიორგი გახარიამ კომისიის სხდომაზე წარდგენა რომ იკადრა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. მას ვალდებულება აქვს არა მხოლოდ კომისიის სხდომაზე წარსდგეს, არამედ კითხვებს უპასუხოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა. იმაში განსაკუთრებული არაფერია, რომ გიორგი გახარიამ იკადრა და კომისიის სხდომაზე წარდგა, კანონიერი მოთხოვნა შეასრულა. მას ვალდებულება აქვს არა მხოლოდ კომისიის სხდომაზე წარსდგეს, არამედ კითხვებს უპასუხოს. ვნახავთ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას გაბედავს თუ არა“,- აღნიშნა გორდულაძემ.

კითხვაზე, დაიწყებენ თუ არა გახარია და მის გუნდი პარლამენტში საქმიანობას, გორდულაძე აცხადებს, რომ „რაც უფრო ნაკლები უცხოური ძალების ჯაშუში იქნება პოლიტიკაში ჩართული, მით უკეთესი“.

„საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მოღალატე გიორგი გახარია და მისი დამქაშები გადაწყვეტენ თუ არა, რომ თავიანთივე ამომრჩევლის ნება რეალიზაციაში მოიყვანონ და პარლამენტში შემოვიდნენ. პოლიტიკაში ჩართული რაც უფრო ნაკლები იქნება „ნაცკლასტერი“ და უცხოური ძალების ჯაშუში, მით უკეთესი იქნება“, – აღნიშნა გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor