• April

    23

    2025
  • 171
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გაეროსთან ბურუნდის, ნეპალის, ლესოთოს და ქუვეითის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციისა და მისი ინსტიტუტების საქმიანობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს რეგიონულ როლსა და ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო თუ რეგიონულ ფორმატებში მშვიდობისა და სტაბილურობის მტკიცე მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია ესწრებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor