• April

    28

    2025
  • 156
  • 0
შალვა პაპუაშვილი – საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად

შალვა პაპუაშვილი – საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა.

„მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს; უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს; ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმის მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს; ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია; ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება – „ქართული ოცნებაა“.

შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობამ და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის თავის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოოდ მიღწეული მონაპოვრის განმტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება.

„მნიშვნელოვანია, უცხო გავლენების მატარებელი ადამიანებით დაკომპლექტებულ პარტიებს საზოგადოებამ სათანადო განაჩენი გამოუტანოს და თავისი ხმა არგუნოს იმ პარტიებს, რომლებიც ქართული ეროვნული ინტერესების სათანადოდ მოქმედებენ. პარტიებს შორის განსხვავებები სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე თემებს უნდა ასახავდეს და მათი დღის წესრიგი უცხოეთის გავლენას არ უნდა ატარებდეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor