
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთში აცხადებენ, რომ კვლავ გეგმავენ 8-10 მაისს ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა უკრაინული მხარის თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო შეტევას განახორციელებენ
რუსეთში აცხადებენ, რომ კვლავ გეგმავენ 8-10 მაისს ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა უკრაინული მხარის თავდასხმის შემთხვევაში ისინი საპასუხო შეტევას განახორციელებენ.
კრემლის თქმით, 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 8 მაისს შევა, როდესაც პუტინი მოსკოვის წითელ მოედანზე ლიდერებს უმასპინძლებს და 10 მაისამდე გასტანს.
კითხვაზე, რას იზამს რუსეთი, თუ ზელენსკი ცეცხლის სამი დღით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა სახალხო დღესასწაულების დროს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ ძალაშია და შესაბამისი ინსტრუქციები მთავარსარდალს გადაეცა. ცეცხლის შეწყვეტა იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კიევის რეჟიმის მხრიდან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენს პოზიციებზე იერიშს მიიტანენ, შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 28 აპრილს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.




