• October

    14

    2023
  • 116
  • 0
გერმანიის ელჩი – საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ამას მივესალმებით, ეს ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს

გერმანიის ელჩი – საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ამას მივესალმებით, ეს ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს

ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში 27 სახელმწიფოს მეთაური გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

„დეკემბერში ევროკომისია გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, თანხმობა ვთქვათ, თუმცა ევროკავშირს აქვს სტანდარტები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დეკემბრამდე დაუბრკოლებლად მივალთ ამ გადაწყვეტილებამდე. ნოემბრის დასაწყისში კომისია ანგარიშს წარადგენს. ეს ტექნიკური ანალიზი იქნება და შემდეგ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში 27 სახელმწიფოს მეთაური საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მივესალმებით ამას, ეს ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. ეს ყველასთვის ცნობილია, მე სიახლეს არაფერს ვამბობ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor