• May

    9

    2025
  • 73
  • 0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტრეფიკინგის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor