• May

    15

    2025
  • 64
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში არაფერი მოხდება, ვიდრე ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა არ გაიმართება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში არაფერი მოხდება, ვიდრე ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა არ გაიმართება

არაფერი მოხდება იქამდე, ვიდრე მე და პუტინი არ შევხვდებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დაუსვეს კითხვა.

„არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინი და მე არ შევხვდებით, კარგი? ის არ წავიდოდა, თუ იქ არ ვიქნებოდი. მოგწონთ ეს თუ არა, არ მჯერა, რომ რამე მოხდება, ვიდრე ჩვენ არ შევხვდებით, მაგრამ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის იმედგაცრუებული არ არის.

„იმედგაცრუებული არ ვარ. რატომ უნდა ვიყო? ჩვენ ახლახან მივიღეთ ოთხი ტრილიონი დოლარი და თქვენ იმედგაცრუებული ხართ დელეგაციით? მე არაფერი ვიცი დელეგაციის შესახებ, არც კი შემიმოწმებია“, – აღნიშნა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor