• May

    15

    2025
  • 66
  • 0
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად პარტიულ სტრუქტურებს აჭარის „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, სულხან თამაზაშვილი წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სულხან თამაზაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღინიშნა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პარტიის სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor