• May

    16

    2025
  • 214
  • 0
ლადო კახაძე : ,,საქართველოს ომი არ უნდა და ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მშვიდობის სივრცე ჩვენს რეგიონში არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული სიბრძნის შედეგი”

ლადო კახაძე : ,,საქართველოს ომი არ უნდა და ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მშვიდობის სივრცე ჩვენს რეგიონში არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული სიბრძნის შედეგი”

ძნელია საქართველოში მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც არ სმენია ლადო კახაძის სახელი. ეს არ არის მხოლოდ სახელოვანი ექიმი, არ არის მხოლოდ პოლიტიკოსი – ეს არის ერთი მთლიანი ეპოქა, ერთგული მეგობარი, ბრძენი უხუცესი და ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეული წარმომადგენელი. ადამიანი, რომელიც დღესაც მტკიცედ დგას იმ ღირებულებებზე, რითაც ათწლეულების განმავლობაში აღზარდა თაობები. ბიძინა ივანიშვილის უახლოესი თანამოაზრე და მეგობარი – პოლიტიკურ ველზე ის არის მორალური ღერძი, რომელიც ხშირად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ აზრი – ის არის პოზიცია, არგუმენტი და გამოცდილებაზე დაფუძნებული სიდინჯე.

ჩვენს მკითხველს უკვე შევთავაზეთ ინტერვიუს პირველი ნაწილი ( იხ:  https://geonews.org.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1/ ) , სადაც ბატონი ლადო მნიშვნელოვან აქცენტებს სვამდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე, კონსტიტუციის დაცვაზე, დესტრუქციულ ძალებთან წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე და ეროვნულ ღირებულებებზე. გულწრფელი, ემოციური და მტკიცე იყო ეს საუბარი – სავსე პასუხისმგებლობით, გულახდილი შეფასებებით და პოლიტიკური სიმწიფით.

ახლა კი, მოგაწვდით ინტერვიუს მეორე ნაწილს. თემები არანაკლებად ფაქიზი და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება – საუბარი შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას, სახელმწიფოებრივი სიბრძნის პოლიტიკას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და იმ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებიც დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებების ფონზე ომის შესაძლებლობას ქმნის.

და თუ ზოგჯერ მკითხველი იფიქრებს, რომ ინტერვიუ სენტიმენტალურია ან ზედმეტად მჭექარეა – ნუ დაიძაბება, არც ბატონი ლადოა ისეთი სერიოზული, რომ მსუბუქი თვითირონია არ ჰქონდეს. როგორც თავად ხშირად ამბობს – „გულთან ახლოს მივიტან, მაგრამ გულზე არ ვიტარებ“.
გაგრძელება ქვემოთ – ინტერვიუს მეორე ნაწილში.

-ბატონო ლადო, ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა და დროულია ამის დაწყება ყოველგვარი შუამავლების გარეშე ?

-დიალოგი ყოველთვის იყო და არის ყველაზე მაღალ დონეზე დაფასებული მექანიზმი, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მომავლის მშენებლობას.

ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციამ, საქართველოს მზაობაზე ჰქონდეს პირდაპირი დიალოგი, უნდა უპასუხოს კონსტრუქციული მიდგომით და გამოხატული პოზიტიური ხედვით საქართველოსთვის დროებით ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების თვალსაზრისით. მე იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს უნდა მოემსახუროს მსგავსი ფორმატი პირდაპირი დიალოგისა რუსეთთან და არა დიალოგს, როგორც თვითმიზანს. აი, ამის შემდეგ საუბარი შესაძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ, ეს არის ჩემი პოზიცია. 

დიახ, ღიად და გულწრფელად ვიტყვი – საჭიროა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის დაიწყოს უშუალო, პირდაპირი მოლაპარაკებების ეტაპი. ყოველგვარი შუამავლების გარეშე, ყოველგვარი გარედან მართულ სცენარებზე მიბმული არ უნდა ვიყოთ. ჩვენთვის მთავარი საქართველოს ინტერესებია და არა ის, რას ფიქრობს ვიღაც მესამე ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა, საკუთარი გეოპოლიტიკური გეგმები აქვს.
მოლაპარაკებები არ ნიშნავს მორჩილებას, მოლაპარაკება ნიშნავს პასუხისმგებლობას. ვის უნდა ომი ? ვის უნდა დაპირისპირება ? მხოლოდ იმ ძალას, რომელსაც საქართველო არ უყვარს. აი ეს არის სიმართლე. და როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანას ვემსახურებით, ეს ნიშნავს, რომ ვირჩევთ მშვიდობას და სტაბილურობას. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამას დაუდო საფუძველი თავისი პოლიტიკით – ფრთხილი, გაწონასწორებული და უპრეცედენტოდ ბრძნული პოლიტიკით.

მოდით, ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილზეც ვისაუბროთ. როგორ აფასებთ მის როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღევანდელი რეალობის ფონზე ?

ბიძინა ივანიშვილი არის მოვლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. დიახ, ეს სიტყვა არაა გაზვიადება – მოვლენა. ის არის ადამიანი, რომელმაც უანგაროდ, უდიდესი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება არ დაიშურა სამშობლოსთვის, არამედ პირიქით – ყველაფერი ჩადო ამ ქვეყანაში. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – მან ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო მაშინ, როცა სხვებს სიმამაცე არ ეყოთ. ნამდვილად ვეთანხმები იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც უდიდესი მეცენატის მთავარი ქველმოქმედება მისი პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება გახლდათ.
სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხედვამ გადაარჩინა ქვეყანა ომს. როცა უკრაინაში საშინელი ომი დაიწყო, რა ხმა მოდიოდა ზოგიერთი ოპოზიციური ძალიდან ? რომ საქართველოც უნდა ჩართულიყო ამ კონფლიქტში. ვინაა ისეთი გონებასუსტი, რომ ამას მხარი დაუჭიროს ?

საქართველოს ომი არ უნდა ! და ფაქტი, რომ დღეს საქართველო არის მშვიდობის სივრცე ჩვენს რეგიონში – არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული სიბრძნის შედეგი.

რას უპასუხებთ იმ დესტრუქციულ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ცდილობს მმართველი გუნდისადმი უნდობლობის გაღვივებას და ე.წ. პროდასავლური ფასეულობებით სპეკულირებას ?

დავიწყოთ იქიდან, რომ ,,პროდასავლური” გახდა სარჩული ყველაფრისა, რაც ამ ძალებს ხელს აძლევს. თითქოს პროდასავლურობა ნიშნავდეს იმას, რომ საკუთარ სახელმწიფოს უნდა უღალატო. ეს არის აბსოლუტურად დამახინჯებული წარმოდგენა. მათი დასავლეთი არის მხოლოდ ის დასავლეთი, რომელიც მათ დესტრუქციულ მოქმედებას ხელს უწყობს. და როგორც კი რეალურ ევროპულ სტანდარტებზე მიდგება საუბარი – კანონის უზენაესობაზე, სტაბილურობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაზე – იქვე იწყება ყვირილი და პროტესტი.
მათ არ აწყობთ არც სიმშვიდე, არც წესრიგი, არც პროგრესი. ისინი აშკარად ასრულებენ დამანგრეველ როლს და ამას ხშირად აკეთებენ უცხო პოლიტიკური ძალების დავალებით. ეს არის ის უბედურება, რის გამოც ქართული პოლიტიკური ველი წლების განმავლობაში ვერ გაჯანსაღდა.

ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ დესტრუქცია არ ნიშნავს ოპოზიციონერობას. ოპოზიცია უნდა იყოს იდეებზე ორიენტირებული და არა – ქუჩის არეულობაზე და ქვეყნის შიგნიდან მოშლაზე და რყევაზე დაგეშილი.

როგორ შეაფასებთ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებულ ტენდენციებს – დაწყებული გამჭვირვალობის კანონით და დამთავრებული დასავლეთის კრიტიკით ?

დავიწყოთ გამჭვირვალობის კანონით – არ არის ამაზე სამართლიანი ინიციატივა. თუ უცხოური დაფინანსებით მოქმედებ, უნდა იყო გამჭვირვალე. რა არის აქ ტოტალიტარული ? ეს არის სახელმწიფოს უფლება იცოდეს ვინ რა ინტერესით მოქმედებს მის ტერიტორიაზე. დასავლეთში მსგავსი კანონები მოქმედებს წლების განმავლობაში, ხოლო ჩვენთან როცა დადგა საკითხი, ამაზე ატყდა სასოწარკვეთილი ისტერიკა.

ქართველმა ხალხმა უკვე იცის – ორმაგი სტანდარტები აღარ იმოქმედებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება, ჩვენი პრინციპები და ჩვენი ფასეულობები. ჩვენ არ ვიტყვით უარს პარტნიორობაზე არც ერთ სახელმწიფოსთან, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენს მიწაზე ბარიკადების აშენებას ვიღაცის გეოპოლიტიკური ჭადრაკისთვის.

დაბოლოს, ბატონო ლადო, როგორ ხედავთ ქვეყნის მომავალს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ?

-ქვეყნის მომავალი არის იმ ადამიანების ხელში, ვინც ხმას აძლევს სიმშვიდეს და არა ქაოსს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგის გზით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საქართველოს მტრებს არ უნდა მიეცეთ უფლება, კვლავ მოახდინონ შიდა დესტაბილიზაცია, მოიტაცონ ახალგაზრდების გონება და უკან წაიყვანონ ქვეყანა.

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს – მხარს დაუჭერს იმას, ვინც მშვიდობას, ღირსებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას ემსახურება. ეს გზა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა და ეს გზა იქნება გამარჯვების გზა.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor