• May

    26

    2025
  • 144
  • 0
დონალდ ტრამპი – ირანთან მოლაპარაკებებში რეალური პროგრესი გვაქვს

დონალდ ტრამპი – ირანთან მოლაპარაკებებში რეალური პროგრესი გვაქვს

ირანთან მოლაპარაკებებში რეალური პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით შესაძლოა, მალე „ახალი კარგი ამბავი იყოს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ და დღეს ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება რაღაც კარგი ახალი ამბავი იყოს. ძალიან, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანთან. არ ვიცი, ერთ-ორ დღეში რამე კარგს თუ ცუდს გეტყვით, მაგრამ წინათგრძნობა მაქვს, რომ შეიძლება რაიმე კარგი გითხრათ. რეალური პროგრესი გვქონდა, სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა ირანთან მოლაპარაკებებით და იქნება თუ არა მალე მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, ტრამპმა უპასუხა – „ძალიან მალე. ირანთან მოლაპარაკებების შესახებ არ შემიძლია, გითხრათ, რა მოხდება ხვალ. შემიძლია, გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor