
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ
თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
700-მდე წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. რეკრუტებმა ფიცი დადეს ასევე ნოქალაქევში – ციხეგოჯთან, გეგუთში – საქართველოს დიდებულ მეფეთა სასახლეში, ვეჯინის ამაღლების კომპლექსში, სამთავისის კათედრალთან და დარიალის ხეობაში.
ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა, დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციური ორგანოებისა და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები.
ამასთან, ღონისძიებისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას.





