• May

    26

    2025
  • 70
  • 0
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სახელმწიფოებრივი დღესასწაულები, ამავდროულად, წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ ერთად გავიაზროთ გლობალური გამოწვევები. საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო ხშირად დგება რთული ამოცანების წინაშე, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა – კლიმატური კრიზისიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და მზარდი სოციალური უთანასწორობებით დასრულებული. ამ სულისკვეთებას ასახავს „პაქტი მომავლისთვის“, რომელიც გასული წლის განმავლობაში დაამტკიცა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ემყარება მრავალმხრივობის გაძლიერების, მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ყველასთვის ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ამ განსაკუთრებულ დღეს. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან ღრმა პატივისცემა და კეთილი სურვილები,”- ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცუია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor