• May

    26

    2025
  • 294
  • 0
ზაქარია ქუცნაშვილი წლებია დევნის ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელს, ქეთევან ხომერიკს – პოლიტიკოსის ჩრდილოვანი ინტერესები და პირადი ანგარიშსწორება

ზაქარია ქუცნაშვილი წლებია დევნის ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელს, ქეთევან ხომერიკს – პოლიტიკოსის ჩრდილოვანი ინტერესები და პირადი ანგარიშსწორება

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ წლებია, რაც ყოფილი პარლამენტარი, ,,კუდის” მიერ დავერბოვკებული ( როგორც ამბობენ ), ზაქარია ქუცნაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემის ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ქეთევან ხომერიკის დისკრედიტაციას. ჩვენ ამაზე არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა ბოლო დროს ეს ადამიანი ყოველგვარ წითელ ხაზებს კვეთს…

საქმე არ ეხება უბრალოდ განსხვავებულ შეხედულებებს – როგორც ჩანს, ქუცნაშვილის ქმედებებს საფუძვლად უდევს ხანგრძლივი პირადი ბოღმა და ინტერესებზე დაფუძნებული კონფლიქტი, რომელსაც ფართო საზოგადოება უკვე უნდა იცნობდეს.

ქეთევან ხომერიკი მრავალი წლის განმავლობაში ( 16 წელია ) ერთგულად ემსახურება დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. მან და მე, თქვენმა მონა-მორჩილმა, როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, სხვადასხვა გამოცემაში და ბოლოს, ქეთევანის ხელმძღვანელობით ,,GEO NEWS”-ში, არაერთი კორუფციული ფაქტი გამოვამზეურეთ, მათ შორის – სწორედ ის სატენდერო სქემები, რომელთა უკანაც ქუცნაშვილის სახელი იკვეთებოდა. განსაკუთრებით გამოკვეთილად ეს გაშუქდა იმ პერიოდში, როდესაც ქეთევან ხომერიკის მეუღლე, იურისტი ირაკლი კერესელიძე, სასჯელს იხდიდა. სწორედ მაშინ, მისი არარსებობის ფონზე, ქეთევან ხომერიკმა ჩემთან ერთად ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის შედეგადაც გაჩნდა კითხვები ქუცნაშვილის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე სახელმწიფო ტენდერებში, თუმცა ის დღემდე არც ერთი ძალოვანი უწყების მიერ გამოკითხულიც კი არ არის….

თუმცა, საქმე მხოლოდ პოლიტიკურ კორუფციას არ ეხება. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ზაქარია ქუცნაშვილი გაღიზიანებულია იმითაც, რომ ქეთევან ხომერიკის მეუღლეს შესაძლოა, ჰქონდეს ინფორმაცია მისი მამის – ომარ ქუცნაშვილის, ციხეში და ციხის გარეთ, ცხოვრების წესის გარკვეულ დეტალებზე, მათ შორის სხვადასხვა პირებთან კავშირების შესახებ. ეს გარემოება, როგორც ჩანს, ქუცნაშვილს ძალზედ აღიზიანებს და შიშის საფუძველს აძლევს, რაც დამატებით მოტივაციას ქმნის ქეთევან ხომერიკისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ წამოწყებული ბინძური კამპანიისთვის.

ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საფუძველია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. მიუხედავად ამისა, ქუცნაშვილი მუდმივად ცდილობს ქეთევან ხომერიკის პროფესიული რეპუტაციის შელახვას, დეზინფორმაციების გავრცელებას, მის წრეში უნდობლობის დანერგვას და ზოგჯერ პირადი გარემოცვის მეშვეობით მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ორგანიზებასაც.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაგონებს, რამდენად დაუცველია ჟურნალისტი, რომელიც მძლავრ პოლიტიკურ ან ბიზნესს ინტერესებს ეჯახება.

ქეთევან ხომერიკს უკვე წლებია უწევს ბრძოლა, არა მხოლოდ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, არამედ საკუთარი პროფესიული და პირადი უსაფრთხოების – ოჯახის დასაცავადაც.

როგორც ჩვენი კონფიდენციალური წყაროები გვამცნობენ, სწორედ ამ მიზეზით ქუცნაშვილი არ შემოიფარგლება მხოლოდ საინფორმაციო თავდასხმებით. იგი სხვადასხვა ფორმით ცდილობს, როგორც ქეთევან ხომერიკის, ისე მისი ოჯახის დისკრედიტაციას – მითითებული იყო არაერთი შემთხვევა, როცა ქუცნაშვილის გარემოცვის მეშვეობით ქეთევან ხომერიკის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, ჩრდილის მიყენება მის პროფესიულ სანდოობაზე და მისთვის მედიასივრცეში საქმიანობის ხელშეშლაზე.

ამ ბოლო დროს კი, როგორც ჩანს, ქუცნაშვილმა სამიზნედ ჩვენი დამფუძნებლის მშობლები, დედა და მამა, აირჩია, რომლებს შორისაც ცდილობს განხეთქილების ჩამოგდებას და კონფლიქტის პროვოცირების მოხდენას. ამ მიზნით ბატონი ქუცნაშვილი იყენებს, როგორც ქეთევან ხომერიკის ,,კოლეგა” ჟურნალისტებს, რომლებიც უტიფრად ერევიან ქეთევანის პირად ცხოვრებაში და რჩევებს არ იშურებენ, თუ როგორ უნდა წარმართოს საკუთარი დამოკიდებულება შვილის მამისა და ყოფილი მეუღლის მიმართ, ანდაც, მთლად ნაცნობი, ე.წ. მუშნი ზარანდიასეულ ჭორების დაყრის მეთოდს მიმართავენ – ქუცნაშვილის დაფინანსებაზე მყოფი ზოგიერთი დღემდე სისტემაში შემორჩენილი კორუმპირებული პოლიციელი და ქეთევანის ოჯახის წევრებზე ბინძური ჭორების დაყრით არიან დაკავებულნი, რათა ამით კვლავ ქეთევანს და მის სახელს მიაყენონ ჩრდილი, თუმცა ეს ის წითელი ხაზია, რომელიც უკან აღარ დაგვახევინებს და ქუცნაშვილს და მის ამფსონებს სურპრიზები წინა აქვთ ! 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამგვარი ზეწოლისა, ქეთევან ხომერიკი აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას მედიის თავისუფლების პრინციპების ერთგულად, და დღეს, უკვე ქუცნაშვილის მხრიდან განხორციელებული წლების წინანდელი პოლიტიკური და პიროვნული დევნის რეალური სურათი ფართო საზოგადოებისთვისაც უფრო და უფრო ცხადი ხდება.

საზოგადოების ინტერესებშია, რომ მსგავსი ქმედებები არ დარჩეს შეუმჩნეველი. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, პოლიტიკური გავლენებისა და პირადი შიშების გამოყენებით, გააჩუმოს თავისუფალი სიტყვა და მიაყენოს ზიანი ჟურნალისტს, რომელიც აკეთებს თავის საქმეს – საზოგადოებისთვის სიმართლის თქმას.

გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor