
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-ში აცხადებენ, რომ ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვებას არ ადასტურებს.
როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაჟა სირაძემ და ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობები დატოვეს.





