• May

    28

    2025
  • 131
  • 0
ვლადიმერ პუტინი – ევრაზიაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს თანასწორი და განუყოფელი, ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა სხვების ხარჯზე

ვლადიმერ პუტინი – ევრაზიაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს თანასწორი და განუყოფელი, ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა სხვების ხარჯზე

ევრაზიაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს თანასწორი და განუყოფელი, ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა სხვების ხარჯზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევრაზია მშვიდობისა და სტაბილურობის სივრცედ იქცეს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კონტინენტზე უნივერსალური უსაფრთხოების სისტემის შექმნის საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი ურთიერთქმედების ფორმატები, როგორებიცაა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“.

„სახელმწიფოების გაერთიანების გამოცდილებამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნაციზმთან, მილიტარიზმთან ბრძოლაში, იმ კოლოსალური ფასის გაგებამ, რომელიც გადაიხადა კაცობრიობამ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, ხალხების უფლებისთვის, აირჩიონ საკუთარი მომავალი განვითარების გზა, შესაძლებელი გახადა ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის საფუძვლების ჩაყრა, გაერო-ს შექმნა – საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული უნივერსალური, ლეგიტიმური ორგანიზაციის, რომლის წყალობითაც დაძლეული იყო მრავალი გეოპოლიტიკური გამოწვევა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor