• June

    4

    2025
  • 84
  • 0
ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი პეკინს აკვირდება, ხუთი წლის წინ ხალხი ამბობდა, თუ ჩინეთი გაუძლებს, მსოფლიო დაბალანსებული იქნება, დღეს ამბობენ, ჩინეთი არ დაუშვებს მსოფლიო წესრიგის დარღვევას

ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი პეკინს აკვირდება, ხუთი წლის წინ ხალხი ამბობდა, თუ ჩინეთი გაუძლებს, მსოფლიო დაბალანსებული იქნება, დღეს ამბობენ, ჩინეთი არ დაუშვებს მსოფლიო წესრიგის დარღვევას

ბელარუსი პეკინს აკვირდება, ხუთი წლის წინ ხალხი ამბობდა, თუ ჩინეთი გაუძლებს, მსოფლიო დაბალანსებული იქნება, დღეს ამბობენ, ჩინეთი არ დაუშვებს მსოფლიო წესრიგის დარღვევას, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან პეკინში შეხვედრისას განაცხადა.

ბელარუსული მედიის ცნობით, ლიდერების შეხვედრა ორ-ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ლუკაშენკოს თქმით, ჩინეთში ვიზიტი წარმატებული იყო, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, ყურადღებით აკვირდება პეკინს.

„თქვენ ძალიან სწორად გამოავლინეთ ჩვენი დროის მთავარი ტენდენცია – დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლა ჩვენზე, პირველ რიგში ჩინეთზე. დღეს ბევრი ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი – პეკინს აკვირდება. ხუთი წლის წინ ხალხი ამბობდა, თუ ჩინეთი გაუძლებს, მსოფლიო დაბალანსებული იქნება.

დღეს უკვე ამბობენ, ჩინეთმა გაუძლო, ჩინეთი არ დაუშვებს მსოფლიო წესრიგის დარღვევას. ბევრი ერს მტკიცედ სჯერა ამის. ასე მსმენია იმ სახელმწიფო მეთაურებისგან, რომლებსაც შევხვდი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ჩინელი კოლეგის მეგობრული დამოკიდებულება.

„საკმარისია იმის თქმა, რომ თქვენს სახლში მიმიპატიჟეთ, ძალიან მადლიერი ვარ და ბუნებრივია, მეც გეპატიჟებით ჩემს სახლში. ეს უკვე ჩემი მე-15 ვიზიტია ჩინეთში და უკვე 30 წელია, ვთანამშრომლობ თქვენს ქვეყანასთან. ძალიან ვაფასებთ ამას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა დიდი ხანია გრძელდება და კიდევ უფრო ძლიერდება.

„ჩვენს ქვეყნებს შორის დიდხნიანი მეგობრობა ძლიერდება. ისევე როგორც ჩვენს შორის უმტკიცესი პოლიტიკური ნდობა. ჩვენი თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროში ფართოვდება. ჩვენ ახლო კონტაქტებს ვინარჩუნებთ და ჩვენი მოქმედებების კოორდნინირებას ვახდენთ საერთაშორისო არენაზე. არც ბელარუსი და არც ჩინეთი არასდროს დაემორჩილებიან საერთაშორისო ჰეგემონიას ან ბულინგის პოლიტიკას. ერთად ვიცავთ საერთაშორისო სამართლიანობას და თანასწორობას“, – განაცხადა სი ძინპინმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor