
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი – გარეგინ II-მ ნებაყოფლობით დაარღვია უქორწინობის აღთქმა, მას შვილი ჰყავს, ეს ფაქტია და ყველაფრის უარყოფას თუ შეეცდება, მე ამას საჭირო ფორმატში დავამტკიცებ
გარეგინ II-მ ნებაყოფლობით დაარღვია უქორწინობის აღთქმა და მას შვილი ჰყავს. ეს ფაქტია და ყველაფრის უარყოფას თუ შეეცდება, მე ამას საჭირო ფორმატში დავამტკიცებ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხური სამოციქულო ეკლესიის კანონიკური სამართლის თანახმად, გარეგინ II, არ შეიძლება, ყოფილიყო ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, ვერ აირჩეოდა, და არ შეიძლება იყოს კათოლიკოსი.
„კტრიჩ ნერსისიანმა უნდა დატოვოს საპატრიარქო პალატები. სომხეთის სამოციქულო ეკლესიას უნდა ჰყავდეს ახლადარჩეული კათოლიკოსი, რომლის პატიოსნებაც შემოწმებული და დადასტურებული იქნება არჩევნებამდე. მოვუწოდებ სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გაერთიანდნენ საპატრიარქო პალატების სიყვარულითა და ქრისტიანული წესით გათავისუფლების და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად ჭეშმარიტი მღვდლის არჩევის დღის წესრიგის გარშემო“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





