• June

    10

    2025
  • 73
  • 0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, მარიხუანისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული ა.თ., 1999 წელს დაბადებული ი.შ., 1978 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ზ., 1998 წელს დაბადებული ო.მ., 1993 წელს დაბადებული ა.ნ. და 1992 წელს დაბადებული გ.ა.

„დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ისრაელისა და ეგვიპტის მოქალაქეები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „სუბოტექსი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „კოდეინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor