
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 60 ადამიანი
რუსეთის მიერ ღამით ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამასთან, რეგიონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 60-მდეა გაზრდილი დაშავებულთა რაოდენობა, მათ შორის ორიდან 15 წლამდე ასაკის ცხრა ბავშვია.
რუსეთმა ხარკოვს „შაჰედის“17 დრონით შეუტია. იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო მოედნები და საწარმოები.





