• June

    11

    2025
  • 76
  • 0
მარია ზახაროვა – მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკ-ფაქტორებს გააცნობიერებენ​

მარია ზახაროვა – მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკ-ფაქტორებს გააცნობიერებენ​

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკ-ფაქტორებს გააცნობიერებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი გაიგებენ რუსეთის შეშფოთებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს საქმიანობის შესახებ და აცნობიერებენ ასეთ „აგრესიულ სამხედრო ბლოკთან“ თანამშრომლობის გაღრმავების რისკებს.

„ნატო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის არაფერ კარგს არ მოიტანს. პირიქით, დასავლელების მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ კარგად გვესმის, რეგიონის დესტაბილიზაცია, ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება, დაძაბულობის ახალი წერტილების შექმნაა. ვიმედოვნებთ, როგორც ბაქო, ასევე ერევანი თანაბრად გაიგებენ ჩვენს სამართლიან შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით და სრულად შეაფასებენ აგრესიულ სამხედრო ბლოკებთან ურთიერთქმედების გაღრმავების რისკებს” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor