• June

    17

    2025
  • 94
  • 0
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზის მიღებისა და შესაბამის ქვეყნის საელჩოში წარსადგენად ერთ-ერთ პირს დაუმზადა და 700 აშშ დოლარად გაასაღა ტრანზაქციების თაობაზე ყალბი საბანკო ამონაწერი, ასევე, დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ყალბი ცნობა.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor