• June

    18

    2025
  • 76
  • 0
გიორგი ჩითარიშვილი – 2009 წლის 15 ივნისს აქციაზე დაუნდობლად გვირტყამდნენ, სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი, უნდოდათ სცენარის დადგმა, თითქოს პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით

გიორგი ჩითარიშვილი – 2009 წლის 15 ივნისს აქციაზე დაუნდობლად გვირტყამდნენ, სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი, უნდოდათ სცენარის დადგმა, თითქოს პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის აქციასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილება, გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ.

როგორც ჩათირიშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, აქციაზე ადამიანებს დაუნდობლად სცემდნენ.

„თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. 15 ივნისს თავისი სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. იყო 26 მაისი, 7 ნოემბერი, მაგრამ 15 ივნისს ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიდოა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ. საპროტესტო ტალღა მინელებული იყო იმ პერიოდისთვის, ხდებოდა სახლებიდან დაკავებები, ოღონდ სხვანაირი ფორმებით ხვდებოდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მისვლის მოტივი იყო, რომ ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს სახელებსა და გვარებს, არ ვმალავთ ვინაობას, რადგან ნებისმიერ ადგილას გადაადგილებისას გიღებენ, ვგრძნობდით, რომ მარტოები არ ვიყავით. 15 ივნისი იყო ზე მშვიდობიანი აქცია, კადრებშიც ჩანს. ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა, მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ, ვითომ ვიჭრებოდით და მოგვიანებით ეკა ზღულაძემ 3-4 საათში გააკეთა განცხადება, თითქოს პიკეტირებას და პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით“, – განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.

გიორგი ჩითარიშვილის განცხადებით, აქციის დარბევისას გამოყენებული იყო არა მხოლოდ ხელკეტები, არამედ არმატურის ნაჭრები და ჩაქუჩიც.

„ის შეგრძნება არ ყოფილა, რომ ზოგი ახალგაზრდა იყო, ზოგიც პატარები, 15-16 წლის ბავშვები იყვნენ და ცოტა დავინდოთ, ვინმე არ შემოგვაკვდესო. შემდეგ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა, ვიღაცები შემოკვდომოდნენ-მეთქი. ერთ ადამიანზე ალბათ შვიდი ადამიანი მოდიოდა. გარდა ხელკეტისა, სხვადასხვა ნივთი ეჭირათ ხელში. მე პირადად არ დამინახავს, მაგრამ ძალიან ბევრმა ახსენა, რომ იქ იყო ჩაქუჩიც. არმატურის ნაჭრები იყო გამოყენებული ჩვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი ჩითარიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor