• June

    18

    2025
  • 82
  • 0
„ნიუ იორკ თაიმსი“ – ისრაელმა ირანზე იერიშის დაგეგმვა 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს თებერვალში აცნობა

„ნიუ იორკ თაიმსი“ – ისრაელმა ირანზე იერიშის დაგეგმვა 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს თებერვალში აცნობა

ისრაელმა ირანზე იერიშის დაგეგმვა 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს თებერვალში აცნობა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ირანზე იერიშის დაგეგმვა „ჰეზბოლას“ განადგურებისა და სირიაში ბასად ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო, რითაც საჰაერო დერეფანი გაიხსნა.

სტატიის მიხედვით, თებერვალში, თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა დონალდ ტრამპს წარუდგინა, რა დროსაც აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, აერჩია შუალედური გზა და აშშ-ის დაზვერვის საშუალებით ამ თავდასხმებისთვის ფარული მხარდაჭერა გაეწია.

ასევე, სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის შეხედულებების ცვლილება ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor