• June

    18

    2025
  • 97
  • 0
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, სიღნაღში, განახლებული რაიონული სამსახური მოინახულეს

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, სიღნაღში, განახლებული რაიონული სამსახური მოინახულეს

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, სიღნაღში, განახლებული რაიონული სამსახური მოინახულეს.

ცენტრის შენობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა – სივრცე აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ახალი ინვენტარით, რაც პერსონალისთვის, ღირსეულ სამუშაო გარემოს ქმნის და მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, რომ ყველა რეგიონში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, ხოლო მოსახლეობას – სწრაფი და ეფექტური მომსახურება. ინფრასტრუქტურის განახლება სწორედ ამ ამოცანების განხორციელებას ემსახურება.

სიღნაღში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი იმყოფებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor