• June

    21

    2025
  • 73
  • 0
პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები ანტონ ობოლაშვილი და ლევან მაჭავარიანი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აზერ ამირასლანოვთან და კომიტეტის წევრებთან, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, არზუ ნაგიევთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანარ ისკანდაროვთან, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, შაჰინ ისმაილოვთან და შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მუსა გულიევთან.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ასევე იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

განხილულ იქნა თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივა, რაც შუა დერეფნის კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა სარკინიგზო კავშირების გაძლიერებას, ანაკლიის პორტის პოტენციალსა და ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის მიმართულებასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც ევროკავშირთან ენერგოკავშირის გაძლიერებას ემსახურება.

გარდა ამისა, შეხვედრებზე მიმოხილულ იქნა ტურიზმის სექტორი, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტი, და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ორივე ქვეყანაში მოქმედი კომპანიების როლი ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ინიციატივებზე, რომლებზეც კომიტეტი მუდმივად მუშაობს.

საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ივლის-აგვისტოში დაგეგმილი ახალგაზრდული გაცვლითი ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე.

საბოლოოდ, საერთო შეფასებით, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის მიზანია არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება გრძელვადიანი სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor