• June

    21

    2025
  • 79
  • 0
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის, კომიტეტის წევრების, ლევან მაჭავარიანისა და ანტონ ობოლაძის შემადგენლობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება  დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამას, რომელიც ივლისსა და აგვისტოში აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელდება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, ასევე ის სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ორივე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნულ ინიციატივის განხორციელებაში დარგობრივი კომიტეტების როლი და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობებისთვის მსგავსი შესაძლებლობის არსებობა მნიშვნელოვანი იქნება.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor