
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად აუცილებელია უკრაინის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა და ბირთვული იარაღის მიღების შესაძლებლობის გამორიცხვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად აუცილებელია უკრაინის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა და უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის მიღების შესაძლებლობის გამორიცხვა. ამის შესახებ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს მოთხოვნები გახდება საფუძველი რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისთვის.
„აუცილებელია უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რამე უცხოურ კავშირებთან მიუმხრობლობა, ასევე ბირთვული იარაღის მიღების შესაძლებლობის გამორიცხვა“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა პირობების უგულებელყოფა, მათ შორის უკრაინის ოთხ რეგიონზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარების, ნიშნავს შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შესაძლებლობას.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინამ კონფლიქტის დასარეგულირებლად უნდა აღიაროს ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები.
რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება იმოქმედებს უკრაინის და არა იმ მესამე ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ.





